უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით სენაკის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

„წყალმოვარდნების შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა. ადგილზე მუშაობენ მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები.

სტიქიის ზონაში იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. სენაკის კეთილმოწყობის სამსახური გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ზარალის დამთვლელი კომისია სენაკში დილიდან დაიწყებს მუშაობას.

ძლიერმა წვიმებმა სენაკთან ერთად პრობლემები შექმნა ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები