ბატონო გიორგი, რა გნებავთ მაინც ვერ გავიგეთ, რას ითხოვთ. დეოლიგარქიზაციაზე საუბრობთ. თქვენ კარგად იცით, მშვენივრად იცით ყველაფერი, მით უმეტეს, რომ ეს არის ტყუილი. თქვენ ახსენებთ ადამიანის გვარს, ბატონ ივანიშვილს ახსენებთ და საერთოდ, როგორ ბედავთ, როგორ ახსენებთ ბატონი ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გიორგი ვაშაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ივანიშვილმა მოიტანა სწორედ ასოცირების შეთანხმებაც და მისმა გუნდმა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა.
„და რა კონტექსტში ახსენებთ საერთოდ, როგორ ბედავთ, რომ საერთოდ ამ ადამიანის გვაქვს ახსენებთ ისე, რომ არავითარი არგუმენტი არ მოგაქვთ, რომ ეს ადამიანი, თქვენი სიტყვებით, თურმე ყოფილა მთავარი პრობლემა ევროპის. ეს არის თქვენი და ნაცების მომზადებული დასკვნა, დასკვნა კი არა, ეს არის მომზადებული უსამართლო რეზოლუცია, რომელიც თქვენი მომზადებულია, თქვენი მოსყიდული ლობისტების. თქვენც მანდ ხართ, ბატონო გიორგი. მეგონა, რომ თქვენ გამოეყავით „ნაციონალურ მოძრაობას“, თურმე ხართ მუდმივი წევრი. ამიტომ, თქვით, რომ არ ხართ ცალკე პარტია, ხართ სააკაშვილის დაქირავებული პარტია და პასუხი გაეცით ხალხს. რა დეოლიგარქიზაციაზე საუბრობთ, თქვენგან არ მომისმენია არც ერთი კრიტიკა. თქვენ თუ ამბობთ, რომ ხართ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი და ჯანსაღი ახალი პარტია, გამოდით, გააკრიტიკეთ კეზერაშვილის კორუფციული, ოლიგარქიული ქმედებები. რატომ არ გამოდიხართ არასდროს და არ აკრიტიკებთ. თქვენ თუ ხართ სიმართლის მხარეს, გაბედეთ, ისაუბრეთ სიმართლე. ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებეთ. ივანიშვილმა მოიტანა სწორედ ასოცირების შეთანხმებაც და მისმა გუნდმა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. ეს ესაუბრეთ ხალხს, უფრო მეტად დაგაფასებენ. სიმართლე ისაუბრეთ და მიეჩვიეთ სიმართლის საუბარს. ეს რიტორიკა არის, მაგით თქვენ პოპულარობას ვერ შეიძენთ, თქვენ ფიქრობთ, რომ გააკრიტიკებთ მთავრობას და ივანიშვილს გალანძღავთ, მთავრობას, პრემიერს და პარლამენტს გალანძღავთ, მაგით რაღაცას, ვერაფერს ვერ მიიღებთ, ბრუნდებით სააკაშვილის წიაღში, დაბრუნდით“, – განაცხადა პრემიერმა.