მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიის განაღმვისას, რუსმა ოკუპანტებმა შემთხვევით თავი აიფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს.
მისი თქმით, აფეთქების შედეგად ორი ოკუპანტი დაიღუპა.
„დღეს რუსმა გამნაღმველებმა სამხედროებთან ერთად განაღმეს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია და შემთხვევით თავი აიფეთქეს. კიდევ ორი ოკუპანტი წავიდა კობზონთან სამღერად. აფეთქების ხმა ნახევარ ქალაქში ისმოდა“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სულ მცირე, ექვსი რუსი გამნაღმველი ააფეთქეს. ჯერ ოთხი მათგანის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი, მაისის ბოლოს კი მათ რიცხვს კიდევ ორი დაემატა.