ლიზ ტრასი: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მანამ, სანამ რუსეთი სრულად არ დატოვებს უკრაინას

დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მანამ, სანამ რუსეთი სრულად არ დატოვებს უკრაინას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მეტი იარაღი მივაწოდოთ უკრაინას, მეტი სანქციები დავუწესოთ რუსეთს და მხარი დავუჭიროთ უკრაინას რუსეთის ტერიტორიიდან გასვლაში“, – განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტს.

როგორც მან აღნიშნა, ის ხვალ გაემგზავრება თურქეთში, რათა განიხილოს ოდესიდან მარცვლეულის გატანის საკითხი.

„ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთიდან საქონლის იმპორტის აკრძალვას მანამ, სანამ არ დავინახავთ, რომ რუსეთი სრულად გავიდა უკრაინიდან“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები