უკრაინას აღდგენას შესაძლოა, 1 ტრილიონი ევრო დასჭირდეს, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ხელმძღვანელმა, ვერნერ ჰოიერმა, წერს Bloomberg.
„ვთქვი ტრილიონი, რადგან საჯარო სივრცეში დავინახე რიცხვები, რომლებიც სრულიად არარეალური მიმაჩნია, როდესაც უკრაინაში ნგრევის დონეს ვუყურებ“, – თქვა ჰოიერმა.
ფრანკფურტში გამართულ ბრიფინგზე მანვე თქვა, რომ ევროპამ აღდგენაში “ყველაზე დიდი როლი უნდა შეიტანოს”.
Bloomberg-ის ცნობით, ეს რიცხვი დასახელდება, როდესაც ევროკავშირის ლიდერები ერთმანეთს 23-24 ივნისს ბრიუსელში შეხვდებიან, რომელზეც უკრაინის აღდგენის გეგმას და ბლოკში გაწევრიანების განაცხადს განიხილავენ.
EIB-ის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ბანკი უკრაინის აღსადგენად 1-1,5 მილიარდი ევროს ოდენობის ვალდებულებების გადანაწილებას ცდილობს.
მისი თქმით, მან შესაძლოა, ამის ნებართვა უახლოეს დღეებში მიიღოს.