“იმედი მაქვს, 2050 წლისთვის უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება” – ედგარ რინკევიჩი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა 21-ე საუკუნის შუა წლებისთვის ევროკავშირის წევრი გახდება.

ამის შესახებ მან RTVI-სთან ინტერვიუში თქვა.

როგორც რინკევიჩმა აღნიშნა,  ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიაჩნდა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება “ძალიან სასურველია, მაგრამ არსებობს ბევრი პოლიტიკური დაბრკოლება”. ევროკავშირის ოთხი ქვეყნის ლიდერების ვიზიტის შემდეგ კი ეს „უფრო რეალური გახდა, ვიდრე – ოდესმე“.

მისივე თქმით, უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადის განხილვა პოლიტიკური და სიმბოლური ჟესტია.

„მაგრამ ამ ეტაპზე, პოლიტიკური, მორალური მიზეზების გამო, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა იცავს ჩვენს ღირებულებებს და იბრძვის ევროპის უსაფრთხოებისთვის, ვფიქრობ, ეს კარგი ჟესტია“, – თქვა მან.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ევროკავშირში ვადაზე ადრე გაწევრიანებას, მაგრამ გამოთქვა იმედი, რომ ეს მოხდება 2050 წლამდე.

“ეს არ მოხდება, იმედი მაქვს, ამ საუკუნის შუა ხანებში. შეიძლება, უფრო ახლოს”, – შეაჯამა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები