Reuters: ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტში შესაძლოა, რუსული ოქრო მოხვდეს

ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტში რუსული ოქროს შეტანის შესაძლებლობას განიხილავენ.

ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც აღინიშნება,  მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი ამჟამად სანქციების მომდევნო პაკეტს არ ავითარებს, რუსეთის ეკონომიკისთვის ყველაზე ხელშესახები სექტორების გამოსავლენად მუშაობა მაინც მიმდინარეობს.

Reuters-ის წყაროების თანახმად, გასულ კვირას ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზე დანიამ სანქციების ახალ პაკეტში ოქროს შეყვანის წინადადებით გამოვიდა.

გარდა ამისა, ევროკომისიამ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა სახის შეზღუდვებზეა საუბარი – რუსეთში ოქროს ექსპორტის აკრძალვაზე, მის იმპორტზე თუ ორივეზე ერთდროულად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები