გიორგი ამილახვარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

„მე, როგორც მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, შევხვდი ჩინეთის ახალ ელჩს. განვიხილეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ინვესტიციების, ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების მიმართულებით და დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები ამ კუთხით”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები