მოსკოვს ჟენევის დისკუსიების “ნეიტრალურ ადგილზე” გადატანა სურს
მოსკოვი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჟენევიდან უფრო ნეიტრალურ და ყველა მონაწილისთვის შესაფერის ადგილზე გადატანას დაჟინებით მოითხოვს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.
„შექმნილ პირობებში ობიექტურად ჩნდება საკითხი, რომ საჭიროა სხდომების გადატანა ჟენევიდან უფრო ნეიტრალურ ადგილზე, რომელიც ყველა მონაწილისთვის მისაღები იქნება“, – ნათქვამია რუდენკოს განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზე განთავსდა.
რუსეთის საგარეო უწყებაში დარწმუნებული არიან, რომ, „დასავლეთის ქვეყნების მცდელობის ფონზე, გადაიტანონ დაპირისპირების ლოგიკა სამხრეთ კავკასიაში, აბსოლუტური პრიორიტეტი უნდა დარჩეს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ასევე, საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება, მათ შემდგომ დემარკაციასთან ერთად”.