“ფინეთი ნატო-ში შესაძლოა, სექტემბრამდე ვერ შევიდეს” – ფინეთის პრეზიდენტი

ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტე 20 ივნისს ბრიუსელში გამართულ ფინეთის, შვედეთისა და თურქეთის შეხვედრას გამოეხმაურა და თქვა, რომ მოლაპარაკებების დაწყების ფაქტი უკვე პროგრესია, თუმცა, დისკუსიის შინაარსს პესიმისტურად უყურებს.

ამის შესახებ მან ფინეთში ევროპარლამენტის ხელმძღვანელ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.

“ზოგადად, შეხვედრაზე დიდი პროგრესი არ იყო. მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ კმაყოფილი, რომ დისკუსიები დაიწყო. ყველა უყურებს მადრიდის სამიტს და მადრიდის კონტექსტში განრიგს, მაგრამ ამ დროისთვის შეთანხმებების მიღწევა ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, მოხერხდება თუ არა ქვეყნის ნატო-ში შესვლა სექტემბრამდე, ნიისტემ ზუსტი თარიღის დასახელება არ ისურვა.

“ზუსტი თარიღების დასახელება არ მსურს, მაგრამ შესვლა შესაძლებელია სექტემბრამდე. თუმცა, ასევე შესაძლებელია, რომ ეს სექტემბრამდე არ გავაკეთოთ, საკითხი ღიაა”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები