ამბროლაურის სოფელ სადმელში შიდა სასოფლო გზებს რეაბილიტაცია უტარდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ინფრასტრუქტურული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან – ალექსანდრე ქურციკიძესთან ერთად დაათვალიერა.

“გარდამავალი პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 3 კმ-დე მონაკვეთზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მ/წლის აპრილში დაიწყო და პირველი ეტაპის დასრულება ამავე წლის ივლისში იგეგმება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, მისი სრული ღირებულება 3 264 000 ლარს შეადგენს, პირველ ეტაპზე კი 900 000 ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,ორიენტირი” ასრულებს”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები