ამბროლაურის მერი: განათლებული ახალგაზრდა თაობა ქვეყნის მომავალია, ამიტომ, მათი ხელშეწყობა და წახალისება ჩვენი მთავარი ვალდებულებაა

განათლების ხელშეწყობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამის შესახებ მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათი ცნობით, ამ მიმართულებით ხორციელდება პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებისა და საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის სხვადასხვა სახის შეღავათებს ითვალისწინებს.
როგორც ამბროლაურის მერი, ზვიად მხეიძე აცხადებს, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან და 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ, საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს მუნიციპალიტეტი პორტაბელური კომპიუტერებით ასაჩუქრებს, სოციალურად დაუცველ პირველკურსელებს კი სწავლის საფასური უნაზღაურდებათ.

,,განათლებული ახალგაზრდა თაობა ქვეყნის მომავალია, ამიტომ მათი ხელშეწყობა და წახალისება ჩვენი მთავარი ვალდებულებაა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ფართო კონტიგენტისთვის გათვლილი იქნება”, – აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები