გერმანიაში კორონავირუსის “ზაფხულის ტალღას” პროგნოზირებენ

გერმანიის ჯანდაცვის ფედერალური მინისტრი, კარლ ლაუტერბახი არ გამორიცხავს, რომ ზაფხულის სეზონზე კორონავირუსის ახალი ტალღა დაიწყოს.

მისი თქმით, ამჟამად, გერმანიაში არსებობს ვირუსის ისეთი ვარიანტები, რომლებსაც ცხელ ამინდში კარგად გავრცელების უნარი აქვთ, ამიტომ, შესაძლოა, დაავადების ზაფხულის ტალღა იყოს.

ლაუტერბახმა ასევე თქვა, რომ პანიკა საჭირო არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ, შემთხვევების მატებასთან ერთად, შესაძლოა სიკვდილიანობის მომატებაც.

მისივე თქმით, კორონავირუსის მოსალოდნელი ზაფხულის ტალღა არ იქნება მასშტაბური, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იქნება მშვიდი ზაფხული, როგორც ადრე.

ამჟამად, მსოფლიოში კორონავირუსის ძირითადად Omicron BA.5 ვარიანტია გავრცელებული. ინფიცირების ზრდა ფიქსირდება როგორც გერმანიაში, ისე – პორტუგალიასა და საფრანგეთში.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მეშვიდე ტალღისთვის უკვე მოემზადა. საავადმყოფოებში კოვიდგანყოფილებებია გახსნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები