“აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაშია” – ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ეკონომიკა უკვე რეცესიაშია.
ამის შესახებ მან Newsmax-თან ინტერვიუში თქვა.
“ეს არ არის ის, რაც შეიძლება, მათი თქმით მოხდეს ორ წელიწადში, ჩვენ უკვე ვართ რეცესიაში”, – განაცხადა ტრამპმა.
შეერთებულ შტატებში ბენზინის გაძვირებაზე საუბრისას, მან თქვა, რომ ფასების ზრდა გაგრძელდება და შეიძლება, იყოს „ხუთი, ექვსი, შვიდი დოლარი და ბევრად მეტიც კი.”
“ჩვენი ქვეყანა დიდ უბედურებაშია. ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა ამ მდგომარეობაში”, – თქვა ტრამპმა.