ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო

Israeli Prime minister Naftali Bennett and Foreign minister Yair Lapid attend its first cabinet meetiing in the Knesset, Israel's parliament, in Jerusalem June 13, 2021. REUTERS/Ronen Zvulun

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პარლამენტს დაითხოვენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაპიდი დაიკავებს.

პარლამენტის დათხოვნის შესახებ ქნესეთში კენჭისყრა მომდევნო კვირაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ვადამდელი არჩევნები რიგით მეხუთე იქნება ბოლო სამ წელიწადში, რომელიც სავარაუდოდ, ოქტომბერში ან ნოემბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები