ერაყში ქოლერის აფეთქებაა

ერაყის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის ჩრდილოეთით, სულეიმანიის პროვინციაში ქოლერის აფეთქებას აფიქსირებს.

ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა, სეიფ ალ-ბადარიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად, ერაყში ინფიცირების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 10 სულეიმანიის პროვინციაშია.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ბევრად მეტი შემთხვევაა, ვიდრე ამჟამად არის ცნობილი, რადგან ქოლერისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტების გამოკვლევა მხოლოდ ახლა დაიწყო.

ერაყში ქოლერის დიდი აფეთქება ბოლოს 2015 წელს დაფიქსირდა. მაშინ, სუფთა სასმელი წყლის არარსებობის გამო, ქოლერით ორი ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები