“კორუფციის დასაძლევად ეს არის ჩვენი „საგზაო რუკა” – უკრაინის რადამ ანტიკორუფციული სტრატეგია დაამტკიცა

უკრაინის პარლამენტმა ანტიკორუფციული სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც ყოველწლიურად ქვეყანას  200 მილიარდ გრივნას (6,8 მილიარდი აშშ დოლარი) დაუზოგავს, – დაწერა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა.

„ამიერიდან, უკრაინას მკაფიო ანტიკორუფციული სტრატეგია აქვს. წინასწარი შეფასებით, ის ხელს შეუწყობს წელიწადში 200 მილიარდი გრივნას (6,8 მილიარდი დოლარი) დაზოგვას. უკრაინის პარლამენტმა შესაბამისი კანონი No4135 დღეს მიიღო. ფაქტობრივად, ეს არის კორუფციის დასაძლევად ჩვენი “საგზაო რუკა”, – წერს სტეფანჩუკი.

მისი თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებს მთელ რიგ ზომებს, „რომლებიც მიზნად ისახავს კორუფციული რისკების მინიმიზაციას, უკრაინისთვის პრიორიტეტულ სფეროებში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები