“რუსეთი ეროვნული ინტერესების დასაცავად ზომების მიღების უფლებას იტოვებს” – მოსკოვი ვილნიუსს ემუქრება

“რუსეთი ეროვნული ინტერესების დასაცავად ზომების მიღების უფლებას იტოვებს, თუ ლიეტუვა უახლოეს მომავალში კალინინგრადის რეგიონში ტვირთების სრულ ტრანზიტს არ განაახლებს”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ლიეტევური მხარის პროვოკაციულ ზომებს, რომლებიც არღვევს ლიეტუვის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, ვაფასებთ, როგორც ღიად მტრულად განწყობილს“, – ნათქვამია განცხადებაში.

18 ივნისს რუსეთის კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანტონ ალიხანოვმა განაცხადა, რომ ლიეტუვამ ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვედრილი საქონლის სატრანზიტო მატარებლების გატარება, საკუთარი ტერიტორიის გავლით, აკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები