ნინო გიორგობიანი: ირაკლი ღარიბაშვილი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა.
როგორც გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს, ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი.
“პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა. პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა.
დაგეგმილია პრემიერმინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე”, – წერს გიორგობიანი.