ევროკომისიის მიერ დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, საქართველოს ყოველი ნაბიჯი ევროკავშირთან აახლოებს.
“ქართველების მუდმივმა მისწრაფებამ – დაიმკვიდრონ თავიანთი კანონიერი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი წინსვლა გახადა შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი ამის რეალობად ქცევას აახლოებს.
ევროკომისიის მიერ დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას”, – წერს ბორელი.
Georgians’ continued aspirations to secure their rightful place in the EU family has made another leap forward possible today. And every step brings it closer to making it reality.
With today’s Opinion, #Georgia is firmly anchored on its EU path. pic.twitter.com/rmgv4LbLxd
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) June 17, 2022