მაკრონი: მოლდოვას შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მოლდოვა შესაძლოა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს.
ამის შესახებ მან BFMTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
“უკრაინის გამბედაობა ასევე გვაძლევს საშუალებას, გავუგზავნოთ სიგნალი მოლდოვას – მის მყიფე მეზობელს, სადაც ასევე არსებობს სეპარატისტული მოძრაობები. მას ასევე შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი”, – თქვა მან.