ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს. როგორც ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა Telegram-ში დაწერა, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, “ადგილზე მაშველები, ექიმები და კომუნალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ”.

მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა დაწერა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი მრავალსართულიანი შენობა და ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.

“ამ დროისთვის, ერთი გარდაცვლილი და ექვსი დაშავებულია, მათგან ერთი ბავშვია. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს”, – განაცხადა კიმმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები