გიორგი გამსახურდია – ოპოზიციაზე: თავიდან ბოლომდე შეეცდებიან ისე დახატონ სიტუაცია, რომ ქვეყანას ხელისუფლება მიაქანებს უფსკრულში
თუ დადგა ნეგატიური შედეგი, ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება, რომ ისრები ხელისუფლებისკენ გადაიტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიდან ბოლომდე შეეცდებიან ისე დახატონ სიტუაცია, რომ ქვეყანას ხელისუფლება მიაქანებს უფსკრულში.
„თუ დადგა ნეგატიური შედეგი, ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება, რომ ისრები ხელისუფლებისკენ გადაიტანოს. თავიდან ბოლომდე შეეცდებიან ისე დახატონ სიტუაცია, რომ ქვეყანას ხელისუფლება მიაქანებს უფსკრულში და მუხტი ააგორონ. მათი საბოლოო მიზანი ხომ ხელისუფლებაში მობრუნებაა? რა სტატუსზე ვლაპარაკობთ. მათთვის სტატუსი რომ მთავარი ყოფილიყო, ფეხდაფეხ უნდა ევლოთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად და ენახათ, რომ ამ ეროვნულ ინტერესში ჩვენ, როგორც ერთი ორგანიზმი ვართ, მაგრამ რას ვითხოვთ ამ გარეწრებისგან?“, – განაცხადა გამსახურდიამ.