ჰუბერტ ქნირში: დღეს ჩვენ ვხედავთ წმინდა ევროპულ განზრახვებს, ხოლო სხვა ღონისძიებები იქნება შერეული სხვა პოლიტიკურ საკითხებთან
დღეს ჩვენ ვხედავთ წმინდა ევროპულ განზრახვებს, ხოლო სხვა ღონისძიებები იქნება შერეული სხვა პოლიტიკურ საკითხებთან, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.
„ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, დღევანდელი შეკრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხს ეძღვნება. ცხადია, ჩვენ შევხედავთ ყველაფერს, რაც მოხდება. სხვა დემონსტრაციებიც არის ნების და მხარდაჭერის გამოხატულება. თუმცა, დღეს ჩვენ ვხედავთ წმინდა ევროპულ განზრახვებს, ხოლო სხვა ღონისძიებები იქნება შერეული სხვა პოლიტიკურ საკითხებთან“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გამართა. აქციაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. კერძოდ, „ლელოს“, „მოქალაქეების“ და პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ წევრები. ამასთან, დღევანდელ აქციას შეუერთდნენ დიპლომატებიც.