ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი, იტალია, გერმანია და რუმინეთი მხარს უჭერენ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის დაუყოვნებლივ სტატუსს

საფრანგეთი, იტალია, გერმანია და რუმინეთი მხარს უჭერენ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის დაუყოვნებლივ სტატუსს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში ოთხი ლიდერის ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ ოთხივე [საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუმინეთი] მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის დაუყოვნებლივ სტატუსს. ევროპა თქვენს გვერდითაა და დარჩება მანამ, სანამ ეს იქნება საჭირო, სანამ გამარჯვება არ იქნება მიღწეული, გამარჯვება, რომელიც თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინაში მშვიდობას დააბრუნებს“, – განუცხადა მაკრონმა ზელენსკის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები