პრეზიდენტი მის მიერ დაანონსებულ, ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ორგანიზებულ ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.

ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე ასევე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. კერძოდ, “ლელოს”, “მოქალაქეების” და პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის” წევრები. აქციას არ უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიები და ასევე არც მმართველო გუნდი.

როგორც ცნობილია, ევროპული კურსის მხარდამჭერ გამოსვლას ევროკავშირის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებიც დაესწრებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები