„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახმა გუშინ ბათუმში ბინა შეიძინა

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახმა გუშინ ბათუმში ბინა შეიძინა.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ბინა ელენე ხოშტარიას დედის სახელზეა გაფორმებული.

„ქრონიკა“ ახლად შეძენილი ბინის მისამართზეც იმყოფებოდა და დეტალებს 17:00-საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები