მარგველაშვილი: აუცილებელია, შეიქმნას ფორმატი, რომელშიც რეგიონის ქვეყნები სტრატეგიულ საკითხებს მოაგვარებენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიაში ისეთი ფორმატის შექმნაა აუცილებელი, რომელშიც რეგიონის ქვეყნები სტრატეგიულ საკითხებს მოაგვარებენ.
ამის შესახებ მან ბაქოს IX გლობალური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.
„აუცილებელია ისეთი ფორმატის შექმნა, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების სასარგებლოდ, სტრატეგიულ საკითხებს მოაგვარებენ”, – თქვა მარგველაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია.
„ძალიან საინტერესო იყო ამ თემაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გამოსვლის მოსმენა“, – განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.
მისი თქმით, „საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, მაგრამ აუცილებელია ურთიერთობების განვითარება სომხეთთანაც“.