გიორგი ვაშაძე: არახამიას მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენ არცერთი დადასტურებული ფაქტი არ გვინახავს – ვიდრე ფაქტს არ ვნახავ, ვერანაირ განცხადებას ვერ დავეყრდნობი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მტკიცებულებების გარეშე ვერანაირ განცხადებას ვერ დაეყრდნობა.

„ბატონ არახამიას მინდა, ვუთხრა, რომ, ჯერჯერობით, ჩვენ ამის შესახებ არცერთი დადასტურებული ფაქტი არ გვინახავს. მე ვარ ჩემი სამშობლოს შვილი და ვიდრე ფაქტს არ ვნახავ, ვერანაირ განცხადებას ვერ დავეყრდნობი“, – აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსული კომპანიები ქართულ სუბიექტებს იყენებენ სანქციების ასარიდებლად და ის ვაშინგტონს ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები