ირაკლი ქადაგიშვილი: შეხედეთ ოპოზიციის ლიდერებს – რამდენია დღესაც რუსეთის მოქალაქე, რამდენს აქვს ბიზნესები და შემოსავალი რუსეთიდან, მაგრამ ხელისუფლების სანქცირებას ითხოვენ
შეხედეთ ოპოზიციის ლიდერებს – რამდენია დღესაც რუსეთის მოქალაქე, რამდენს აქვს ბიზნესები და შემოსავალი რუსეთიდან, მაგრამ ხელისუფლების სანქცირებას ითხოვენ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკის“ მიერ ელენე ხოშტარიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ოპოზიცია ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს.
“სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტები – არ ვიცი, კანონიერად თუ როგორ, მაგრამ მა შეიძლება, რომ რუსეთიდან ფული ერიცხებოდეს, და ეს არის ნორმალური, მაგრამ თუ ვიღაც წავა რუსეთში რაღაცის გასაკეთებლად, ან რაღაცისგან ფული ერიცხება, თუ მის პოლიტიკურ ნავში არ ზის, სანქცირებისა და ბულინგის ქვეშ უნდა მოჰყვეს. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი და დაბალი მორალური პოლიტიკური დონე, რომლითაც ოპოზიცია ხელმძღვანელობს. შეხედეთ ოპოზიციის ლიდერებს – რამდენია დღესაც რუსეთის მოქალაქე, რამდენს აქვს ბიზნესები და შემოსავალი რუსეთიდან, მაგრამ ხელისუფლების სანქცირებას ითხოვენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს “ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
აღნიშნულ ინფორმაციას ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მამამისი სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, რომელიც მეოცე საუკუნეში მარიინსკის თეატრში მოღვაწეობდა და მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება.