არჩილ თალაკვაძე: ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნამ კიდევ ერთხელ, ეჭვგარეშედ თქვა, რომ “საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნამ კიდევ ერთხელ, ეჭვგარეშედ თქვა, რომ “საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”, ეს დასკვნა გამოქვეყნდა 2022 წლის 16 ივნისს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს CPT-ის ეს დასკვნა გახლავთ იმ რეფორმების პირდაპირი და პოზიტიური შეფასება, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ პენიტენციურ სისტემაში გატარდა. მოკლედ რომ ვთქვათ: აღმოიფხვრა წამების და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა; დაიხურა ძველი, ღირსებისშემლახველი დაწესებულებები; ჩატარდა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა; ათჯერ და მეტად შემცირდა პატიმართა სიკვდილიანობა; ორჯერ შემცირდა პატიმართა რაოდენობა, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.