ბიონსეს კონცერტის მონაწილემ მოწინააღმდეგეს ჩხუბის დროს თითი მოაჭამა
ბიონსეს ერთ-ერთი კონცერტი, რომელიც მან მეუღლესთან – ჯეი-ზისთან ერთად მოაწყო, სკანდალით დასრულდა. წყვილის ლოს-ანჯელესში გამოსვლის დროს 10 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის ერთ-ერთმა კონცერტის მონაწილეს თითის ნაწილი მოაჭამა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული მეგობარ გოგონას იცავდა და სწორედ ამ დაპირისპირების დროს მოხდა ინციდენტი.
ინციდენტი ლოს-ანჯელესში, Rose Bowl-ის სტადიონზე მოხდა. 25 წლის რობერტ ალკარას გარნიკმა თავისი საქციელით კონცერტის მონაწილე ერთ-ერთი გოგონა შეაწუხა, რომელსაც მეგობარი ბიჭი გამოესარჩლა. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც გარნიკმა მას თითის ნაწილი მოაჭამა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. რობერტ ალკარასი დაპატიმრებულია ხულიგნობისა და სექსუალური ძალადობის მცდელობის მუხლით. გარდა ამისა, სხვა მცირე დარღვევების გამო დაპატიმრებულია კონცერტის 8 მონაწილე.