ჯანმო “მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით საგანგებო კომიტეტს მოიწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მომავალ კვირას “მაიმუნის ყვავილის” გავრცელების საშიშროების შესაფასებლად შეიკრიბება, – განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე.

„მაიმუნის ყვავილის” აფეთქება უჩვეულო და შემაშფოთებელია. ამ მიზეზით, მე გადავწყვიტე, მომავალ კვირას მოვიწვიო საგანგებო სიტუაციების კომიტეტი საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად, რომ შევაფასოთ, წარმოადგენს თუ არა ეს აფეთქება საგანგებო მდგომარეობას“, – თქვა მან.

ჯანმო-მ მსოფლიოს 39 არაენდემურ ქვეყანაში “მაიმუნის ყვავილის” 1600-ზე მეტი დადასტურებული და დაახლოებით 1500 საეჭვო შემთხვევა დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები