შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. მხოლოდ მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.