Bloomberg: აშშ ფარულად მოუწოდებს თავის კომპანიებს, გაზარდონ რუსეთისგან სასუქების შეძენა

აშშ-ის მთავრობა ჩუმად მოუწოდებს აგრო- და გადამზიდავ კომპანიებს, შეიძინონ და გადაიტანონ მეტი რუსული სასუქი. როგორც სფეროს სპეციალისტები ამბობენ, სანქციების შიშმა გამოიწვია მიწოდების მკვეთრი ვარდნა, რაც ხელს უწყობს გლობალური საკვების ხარჯების ზრდას. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Bloomberg აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს მცდელობა არის რთული მოლაპარაკებების ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს გაეროს მონაწილეობით, რათა გაზარდოს სასუქების, მარცვლეულის და სხვა ფერმერული პროდუქტების მიწოდება რუსეთიდან და უკრაინიდან, რაც შეფერხდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრით.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები კრემლს საკვების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
რუსეთი აღნიშნულს უარყოფდა, მაშინაც კი, როდესაც ის თავს დაესხა მთავარ პორტებს, გადაზიდვის შეფერხებების მთავარ მიზეზად კი აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს ასახელებს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა შექმნეს გამონაკლისები რუსეთთან ბიზნესის კეთების შეზღუდვებში, რათა დაუშვან სასუქით ვაჭრობა, რომლის მთავარი გლობალური მიმწოდებელი მოსკოვია. მაგრამ ბევრი გამგზავნი, ბანკი და მზღვეველი თავს იკავებს ვაჭრობისგან, იმის შიშით, რომ ისინი უნებლიეთ დაარღვევენ წესებს. რუსული სასუქის ექსპორტი წელს 24%-ით შემცირდა. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები, რომლებიც გაკვირვებულნი არიან სიფრთხილით, ერთი შეხედვით პარადოქსულ მდგომარეობაში არიან და ეძებენ სანქციების გაძლიერების გზებს.

ვაშინგტონმა გაერო-ს ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებზე მოსკოვში, სადაც მიწოდების საკითხებს განიხილავდნენ, წარმომადგენელი გაგზავნა. აღნიშნავენ გამოცემის წყაროები, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც არ არის საჯარო.

მათი თქმით, სასუქის არაადეკვატურმა მიწოდებამ წელს შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მომავალი წლის მოსავალზე.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აცხადებს, რომ სანქციების შიში ასევე აფერხებს მისი მარცვლეულის ექსპორტს, ქვეყნის მარცვლეულის ასოციაციის თანახმად, ამ სეზონზე მთლიანი გადაზიდვები შემცირდა მხოლოდ 14%-ით, ხოლო ხორბლის ექსპორტი მაისში გაორმაგდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები