GORBI: გამოკითხულთა 77,6% ეთანხმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ ჩაერთოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77,6% ეთანხმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ ჩაერთოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში.

საწინააღმდეგო პოზიცია აქვს რესპონდენტთა 20,8%-ს, რომელიც ამბობს, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკას, არ ჩაერთოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში, არ ეთანხმება. გარდა ამისა, გამოკითხულთა 1,6% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარებულია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ GORBI-ს მიერ. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები