შვედმა მწერალმა ქალმა ეკლესიაში ადამიანის ძვლებით სავსე ტომრები იპოვა

  შვედმა მწერალმა ქალმა კიკი კარლენმა ერთ-ერთ ეკლესიაში, სადაც ის საკმაოდ ხშირად დადიოდა, ლურჯი ფერის პატარა ტომრები იპოვა, რომელთა გახსნის შემდეგაც მან ადამიანის თავის ქალები და ძვლები აღმოაჩინა. მოულოდნელმა აღმოჩენამ შოკში ჩააგდო კიკი კარლენი და სხვა თვითმხილველიც.
საინფორმაციო სააგენტო ,,ლოკალის“ ინფორმაციით, ნაპოვნია 80-მდე ადამიანის თავის ქალა და ძვლები. ეკლესიაში მომუშავე პერსონალის განმარტებით, აღნიშნული ტომრები იქ 2009 წელს, ეკლესიის რემონტის დასრულების შემდეგ მიიტანეს. აღსანიშნავია, რომ ძვლები საძირკველში იპოვეს, სადაც ისინი იყო დამარხული. მშენებლებმა საძირკვლის გამაგრების შემდეგ ნეშტები ტომრებში მოათავსეს და ეკლესიის ტერიტორიაზე დააწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები