პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში პოეტის 123 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული – “გოგლაობა-2022” გაიმართა

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით, სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში პოეტის 123 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული- “გოგლაობა-2022” გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს “ნატვრის ხის” გმირებმა ბროწეულების ჩრდილქვეშ უმასპინძლეს, სადაც დიდი პოეტის არაერთი ლექსი და პროზაული ციტატა გაჟღერდა.
ღონისძიება საზეიმო ფორმატში ჩატარდა, რომელსაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატთან – დავით სონღულაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილთან  ერთად ესწრებოდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ  მწერალთა კავშირის წევრები, პოეტის შთამომავლები, საგარეჯოს რესურსცნტრის ხელმძღვანელი-მანანა ცუცქირიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოდგილე, ლელა მარიდაშვილი, მაჟორიტარი დეპუატის ბიუროს ხელმძღვანელი, გია თათრიშვილი და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ გულიკშვილმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას და ღონისძიების ორგანიზატორებს და მწერალთა კავშირის წევრებს მადლობა გადაუხადა გოგლას სახელისა და შემოქმედების უკვდავყოფისთვის.
წელს, გოგლას გარდაცვალებიდან 56-ე წელი შესრულდა. 1967 წლიდან- კი სახალხო დღესასწაულს უკვე ტრადიციული სახე აქვს და ყოველწლიურად პოეტის მშობლიურ სოფელში, პატარძეულის სახლ – მუზეუმში აღინიშნება.
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიტივითა და ორგანიზებით ლიტერატურულ კონკურსის – “ნატვრის ხის”და ნახატების კონკურის – „გააცოცხლე ნატვრის  ხის პერსონაჟები”- ს გამარჯვებულებს საპატიო სიგელები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ღონისძიების დასაწყისში, წელს პირველად, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში, რომლის თემაც გიორგი ლეონიძის ბიოგრაფია და შემოქმედებას მოიცავდა. მასში მონაწილეობას  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 6 მოსწავლესგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, ინტელექტუალური თამაშის ბიუჯეტი გაიზარდა და გამოვლენილი სამი გამარჯვებული გუნდის, ფულადმა ჯილდომ ჯამში 3600 ლარი შეადგინა:
I ადგილი – 1800 (ათას რვაასი) ლარი, II ადგილი – 1200 (ათას ორასი) ლარი, III ადგილი – 600 (ექვსასი) ლარი.
გოგლაობის სახალხო დღესასწაული სოფელ პატარძეულში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ყოველ წელს საზეიმოდ აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები