აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმის ბულვარისა და სანაპიროს მოიჯარეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაცემას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობა აუქციონის ჩატარებას გეგმავს, რაც მათთვის მიუღებელია.

მეიჯარეების თქმით, აუქციონის გამოცხადებისთვის მზად არ იყვნენ, ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ და შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ.

ისინი აუქციონის გაუქმებას ითხოვენ.

როგორც ბულვარის დირექტორმა განაცხადა, უახლოეს დღეებში მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით გადასცემენ მეიჯარეებს ქონებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები