ფოთში პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ დასრულდა

ფოთში პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ დასრულდა. პროექტის მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ორთვიანი პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილმა 50 მოზარდმა შემეცნებითი და გასართობი ტრენინგები გაიარა. პედაგოგების დახმარებით ბავშვები სხვადასხვა უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.
ღონისძიება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის დახურვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები