Nato: საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ნატოსთან თავსებადობისკენ
2022 წლის 8 ივნისს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ წამყვანმა ინიციატივამ- თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია- ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის მიერ 6 წლის ვადით სერტიფიცირებულ იქნა, როგორც ნატოს მიერ აკრედიტირებული სასწავლო დაწესებულება. ეს სტატუსი სკოლის მაღალი ხარისხის ტრენინგებსა და საგანმანათლებლო კურსებში პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნებიდან მსმენელების უფრო ფართო მონაწილეობას შეუწყობს ხელს. არსებული კურსებიდან პირველია სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსი, რომელმაც ნატოს სერტიფიცირება 2020 წლის გაზაფხულზე გაიარა. მიღებული აკრედიტაციით, საქართველომ ნატოს სტანდარტებთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ნატო ურთიერთთთავსებადობას განმარტავს, როგორც „უნარს, შეთანხმებული მიზნების მისაღწევად იმოქმედონ შეთანხმებულად და ეფექტურად.“ ეს არის ნატოს ყველა ოპერაციის საფუძველი და ალიანსის ქვაკუთხედი.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირქტორის, თეა ნიკოლაიშვილისთვის, ნატო-საქართველოს ურთიერთთავსებადობის არსი ახლა სცდება საკლასო ოთახებში „საბრძოლო ოთახებსა“ და „ბრძოლის ველებს“. ქართველი და უცხოელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთცის მუშაობენ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წელს დაარსდა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წამყვან/ფლაგმან ინიციატივას წარმოადგენს, რომლის მიზანია გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები და გაზარდოს ნატოს წევრობისთვის მომზადება. სკოლა პროფესიული განვითარების პროგრამებსა და ინსტრუქტაჟს გვთავაზობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება, კარგი მმართველობა, შეიარაღებულ ძალებზე საპარლამენტო ზედამხედველობა. ასევე, ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალები მშვიდობასა და უსაფრთოებაში, თავდაცვის ტრანფორმაციის სტანდარტების ასახვა სწავლებისა და განვითარების პროცედურებში. საქმიანობის დაწყების დღიდან, სკოლასთან თანამშრომლობა დაიწყო კლინგენდელის ინსტიტუტმა პროფესიონალური კონსულტაციების გაწევისა და აღჭურვილობის გადაცემით, რაც ნატოს „თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარების ნდობის ფონდის მიერ” არის დაფინანსებული.
სკოლის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოს „ინტეგრაციის მშენებლობის“ ინიციატივასთან, ნატოს სხვა სერტიფიცირებული კურსების განვითარებისთვის, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კარგი მმართველობის განვითარების მიზნით. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიზანია გახდეს ცოდნის რეგიონული ცენტრი, შავი ზღვის უსაფრთხოების უფრო ფართო კონტექსტში და იმოქმედოს, როგორც პლატფორმამ, რომელიც ხელს შეუწყობს ნატოსა და ევტოკავშირის პოლიტიკის განხორციელებას სწავლებისა და განვითარების (აქტივობების) გზით.