უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ამჟამინდელი ტემპით, რუსეთს შეუძლია ომი კიდევ ერთი წელი გააგრძელოს

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ ამჟამინდელი ტემპით, რუსეთს შეუძლია ომი კიდევ ერთი წელი გააგრძელოს.

როგორც CNN-ი იტყობინება, აღნიშნულის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ვადიმ სკიბიცკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

„კრემლის ხელმძღვანელობა ალბათ, შეეცდება გარკვეული ხნით ომის გაყინვას, რათა დასავლეთი სანქციების მოხსნაში დაარწმუნოს, მაგრამ შემდეგ აგრესია გააგრძელოს. რუსეთის ეკონომიკური რესურსები ოკუპანტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, არსებული ტემპით კიდევ ერთი წელი განაგრძოს ომი“, – აცხადებენ უკრაინის სამხედრო დაზვერვაში.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთს თანამედროვე იარაღი ეწურება.

„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ რუსეთი ბევრად ნაკლებ სარაკეტო შეტევებს ახორციელებს და მან გამოიყენა Kh-22 რაკეტები. ეს არის 1970-იანი წლების საბჭოთა რაკეტები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს მაღალი სიზუსტის რაკეტები ნაკლებად აქვს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები