გორში საკუთრების უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ქორწინებისა და მემკვიდრეობის გზით საკუთრების უფლების მოპოვება-შეძენის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის მეორე ნაწილიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, განიხილეს ასევე საქართველოსა და მსოფლიოში საკუთრების უფლების მოპოვება-შეძენასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებები.

ღონისძიება, რომელიც ორგანიზაცია „ელთიაი ჯგუფი“ ფონდის „ღია საზოგადოებას“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „სოფლად მცხოვრებ ქალთა გარანტირებული უფლებები სასოფლო სამეურნეო მიწაზე“ ფარგლებში ჩატარდა, მხოლოდ ქალბატონები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროექტი საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი გორია. მისი მიზანი ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და ცნობიერების ამაღლებაა.

აღნიშნული ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამავე უწყების გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირის ორგანიზებით ჩატარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები