არჩილ თალაკვაძე: რეზოლუციას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა რომ არ დაუჭირა მხარი, ესეც გარკვეულწილად მეტყველებს, თუ რამდენად სამართლიანია რეზოლუციის შინაარსი

რეზოლუციას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა რომ არ დაუჭირა მხარი, ესეც გარკვეულწილად მეტყველებს, თუ როგორ იყო ტექსტი მომზადებული და რამდენად სამართლიანია რეზოლუციის შინაარსი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები.

“მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მოკლებულია სამართლიანობას და მასში მოყვანილია დამახინჯებული ფაქტები. ქართულმა საზოგადოებამ და ევროპაში ბევრმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ნიკა გვარამია არანაირი თავისუფალი მედია არ არის, ხოლო მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დემოკრატიის გარანტი და დემოკრატიის სიმბოლო. რეზოლუციაში მოყვანილი ეს კონკრეტული შეფასებები რეალობას არ შეესაბამება. მას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა რომ არ დაუჭირა მხარი, ესეც გარკვეულწილად მეტყველებს, თუ როგორ იყო ტექსტი მომზადებული და რამდენად სამართლიანია რეზოლუციის შინაარსი.

სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილი მიმართ აბსოლუტურად ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა არსებობს, ისე, როგორც ყველა სხვა პატიმრის მიმართ.

რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამას ქვეყანა სამართლიანად, ობიექტურად იმსახურებს იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში აქვს და რაც ასახულია ევროსაბჭოსა და ევროპის კავშირის შეფასებით ანგარიშებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები