უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო ერთ დღეში კიდევ 200 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. 24 თებერვლიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოკუპანტების ჯამური დანაკარგი, დაახლოებით 31 900 ჯარისკაცია.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
რაც შეეხება მტრის აღჭურვილობას და ტექნიკას: 24 თებერვლიდან განადგურებულია 1409 ტანკი, 3450 ჯავშანტექნიკა, 712 საარტილერიო სისტემა, 222 საზენიტო სისტემა, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 212 თვითმფრინავი, 178 ვერტმფრენი, 572 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 125 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/ნავი, 2438 საავტომობილო ტექნიკა და ცისტერნა, 54 სპეციალური ტექნიკა.
ოკუპანტმა ყველაზე დიდი დანაკარგი ხარკოვისა და ბახმუტის მიმართულებით განიცადა.