ირაკლი ქადაგიშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ფაქტობრივ უზუსტობებზეა დაყრდნობილი – ასეთი ტიპის რეზოლუციები სამართლიანობას არ ასახავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია იმის ანარეკლია, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2012 წლის შემდეგ საუბრობდა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეზოლუცია ფაქტობრივ უზუსტობებზეა დაყრდნობილი.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია თავიდან ბოლომდე არის, „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ამ ხნის განმავლობაში რაზეც საუბრობდა და, ფაქტობრივად, 2012 წლის შემდეგ, რაზეც აქვთ მათ ძირითადი აქცენტი გადატანილი, სწორედ ამის ანარეკლია. კონკრეტულად უნდა ითქვას, რომ ფაქტობრივ უზუსტობებზეა დაყრდნობილი. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეზოლუციები სამართლიანობას არ ასახავს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.