პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომში უკრაინის ჯარების ყოველდღიური დანაკარგი 100-დან 200 ადამიანამდე მერყეობს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომში უკრაინის ჯარების ყოველდღიური დანაკარგი 100-დან 200 ადამიანამდე მერყეობს.

პოდოლიაკმა დიდი დანაკარგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უკრაინისა და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს შორის თანასწორობის ნაკლებობა დაასახელა.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ასობით და არა „მუჭა“ ყველაზე ძლიერი საარტილერიო სისტემები, რომელიც დასავლეთს შეუძლია მიაწოდოს.

პოდოლიაკის თქმით, მტრის ცეცხლსასროლ იარაღთან თანასწორობისთვის და უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის საჭიროა 300-მდე სარაკეტო სისტემა.

მანვე დასძინა, რომ „სანამ რუსეთი სერიოზულ სამხედრო მარცხს არ განიცდის, დიალოგის არანაირი ფორმა არ იქნება შესაძლებელი და ისინი გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ხელში ჩაგდების მცდელობებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები