ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის სამი ქვეყანა ეწინააღმდეგება.
„საერთოდ, ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ – არა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, როგორც თქვენ წარმოიდგინეთ – დააფიქსირეს წინადადებები სხვა ფორმატზე, სთავაზობდნენ დამატებით ან პირობით კანდიდატურას. იყო ბევრი განსხვავებული წინადადება, მაგრამ რეალურად სამი ძირითადი ქვეყანაა, რომელსაც არ სურს უკრაინისათვის მწვანე შუქის ანთება“, – განაცხადა სტეფანიშინამ.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნული ქვეყნების დასახელებაზე უარი განაცხადა, რადგან მისი თქმით, ამან შეიძლება უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას საფრთხე შეუქმნას.
როგორც სტეფანიშინამ ხაზგასმით აღნიშნა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, გარდა უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა, თავად ევროკავშირს შეასუსტებს.