ერდოღანი პრეზიდენტად კენჭს კიდევ ერთი ვადით იყრის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

ამის შესახებ მან იზმირში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

ერდოღანმა ქვეყნის ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ხელმძღვანელს, ქემალ კილიჩდაროღლუს საკუთარი კანდიდატურის დასახელებისკენ მოუწოდა.

“ხალხთა ალიანსის” კანდიდატი ვარ, არჩევნები მომავალი წლის ივნისში გაიმართება. ბაი ქემალი, მიდი, დაასახელე შენი თავი. მიდი!”, – თქვა ერდოღანმა.

თურქეთში საყოველთაო არჩევნები, ერთდროულად საპრეზიდენტო და საპარლამენტო, 2023 წლის ივნისში გაიმართება.

მმართველმა “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” (AKP) და “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ” (MHP) “სახალხო ალიანსი” შექმნეს.

​ერდოღანმა პრეზიდენტის თანამდებობა პირველად 2014 წლის 10 აგვისტოს დაიკავა, 2018 წელს ის ვადამდელ არჩევნებზე პოსტზე ისევ იქნა არჩეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები