სტოლტენბერგმა ბერლინში ვიზიტი გააუქმა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში 9 ივნისს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გერმანიის დედაქალაქში სტოლტენბერგისა და კანცლერ ოლაფ შოლცის, ასევე, თავდაცვის მინისტრთან, კრისტინა ლამბრეხტთან იყო დაგეგმილი შეხვედრა.

ვიზიტის გაუქმების მიზეზები არ დაზუსტებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები